საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია - ძიუდოისტთა ნაკრების მორიგი ტრიუმფი
Aa
Aa

საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია - ძიუდოისტთა ნაკრების მორიგი ტრიუმფი

ქართული ძიუდოს კიდევ ერთი და აქამდე არნახული ტრიუმფი - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლიდან ტარდება, იაპონელების რვაწლიანი ჰეგემონია დაამხო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა კორეის გუნდი 4:1 დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანმა მიმი ჰუჰი, მიხეილ ბახბახაშვილმა დონჰუინ ბაე, მარიამ ჭანტურიამ სეონ ლი, ხოლო ლაშა ბექაურმა იონჰონ კიმი დაამარცხა და ძიუდოისტებმა ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი სიხარული აჩუქეს.

პლანეტის პირველობის გუნდური შეჯიბრება საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა გუნდმა ჩინელების 4:1 დამარცხებით დაიწყო, სადაც ოპონენტებს მარიამ ჭანტურიამ, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა აჯობეს. ამას მოჰყვა მეოთხედფინალში იტალიის გუნდის უშანსოდ, 4:0 ძლევა, სადაც ასევე თავისი ბრძოლები მოიგეს ბექაურმა, თუშიშვილმა და ლიპარტელიანმა და უნაკლო იყო სოფიო სომხიშვილიც. ფინალის საგზური კი ჩვენი ქვეყნის გუნდმა შერეული შეჯიბრების ზედიზედ რვაგზის ჩემპიონის იაპონიის გუნდის 4:2 დამარცხებით გაინაღდეს. ამ შემთხვევაშიც მოიგო თუშიშვილმა და ლიპარტელიანმა. გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი შეხვედრა კი უკანასკნელი ოლიმპიური თამაშების 90 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალის გამეორება იყო და ლაშა ბექაური სანშირო მურაოზე ძლიერი ამჯერადაც აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება მსოფლიოს ჩემპიონატამდე ევროპის პირველობაზეც მოიგო, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელებს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მათი დაპირისპირების მორიგი ეპიზოდი“ | LEquipe-ი თუშიშვილსა და რინერზე
„მათი დაპირისპირების მორიგი ეპიზოდი“ | LEquipe-ი თუშიშვილსა და რინერზე