ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ...“ | ალანმა კვარაცხელიას მიმართა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ბოტაფოგოსთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. შეხვედრის შემდეგ, ალანმა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიასთან შელაპარაკება მოუვიდა, ქართველ ფეხბურთელს მიმართა და მოუწოდა, მეტი პატივისცემა გამოიჩინოს.

„ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას საოცარი სეზონი ჰქონდა, მაგრამ მოედანზე ყოფნისას, აუცილებელია, მეტოქეებისადმი პატივისცემა გამოვიჩინოთ. კვარაცხელია ოდნავ უპატივცემულოდ იქცეოდა და მიწაზე დავაბრუნეთ“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა და მისი ავტორი იგორ ჟეზუშია, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჯგუფურ ეტაპზე, პსჟ-მ პირველი თამაში წააგო, „ბოტაფოგოს“ კი 2-დან 2 მოგება აქვს და 6 ქულით, სატურნირო ცხრილის ლიდერია.

კვარაცხელიას რაც შეეხება, ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. Sofascore-მა მისი გამოსვლა 7.8 ქულით შეაფასა, რაც ვიტინიას შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. Whoscored-მა მას 6.9 ქულა დაუწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაწილი, რომელიც ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა“ | Marca კვარას აქებს
„ნაწილი, რომელიც ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა“ | Marca კვარას აქებს