„დღეის მდგომარეობით, „ვიტესში“ ვრჩები“ - ირაკლი იეგოიანი
„ვიტესის“ ქართველი ნახევარმცველის, ირაკლი იეგოიანის გოლი ნიდერლანდების მეორე დივიზიონის სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს.
ჯილდოს მიღების შემდეგ 21 წლის ფეხბურთელმა ESPN-თან ისაუბრა და 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლასაც გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, ჯგუფიდან ვერ გავედით, თუმცა მომხდარიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. საფრანგეთის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს ვიგებდით, მაგრამ 2:3 დავმარცხდით. შემდეგ პორტუგალია იყო, სადაც 80 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში ვითამაშეთ და წავაგეთ.
დღეის მდგომარეობით, შემდეგ სეზონში ისევ „ვიტესში“ ვითამაშებ, რომელთანაც კონტრაქტით კიდევ ერთი წლით ვარ დაკავშირებული“.
ცნობისთვის, გასულ სეზონში იეგოიანი „ვიტესის“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 36 მატჩში ირაკლი 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ის მონაცემებით, იეგოიანის სატრანსფერო ღირებულება 500 000 ევროა.
იეგოიანის გოლი „გრააფსხაპის“ კარში, რომელიც სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს: