ისევ იჯარა? | ლაცაბიძეს კრივბასი აკვირდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა, ლუკა ლაცაბიძემ, რომელმაც გასული სეზონი „შახტარიდან“ იჯარით „ჩორნომორეცში“ გაატარა, შესაძლოა კარიერა უკრაინული პრემიერლიგის სხვა გუნდში გააგრძელოს.
უკრაინული გამოცემა Terrikon-ის ცნობით, ლაცაბიძის დამატებით „კრივბასია“ დაინტერესებული, რომელმაც ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე გასულ „პოლისიას“ 1 ქულით ჩამორჩა.
„კრივბასი“ აკვირდება „შახტარის“ ოთხ ფეხბურთელს, რომლებმაც გასული სეზონი იჯარით „ჩორნომორეცში“ ჩაატარეს. საუბარია რომან სავჩენკოზე, კირილო სიგეევზე, ლუკა ლაცაბიძესა და ხუსრავ ტოიროვზე. ოთხივე ფეხბურთელი კლუბის ე.წ. შორთლისტშია. „კრივბასი“ გუნდის გადახალისებას აპირებს, „შახტარის“ ახალგაზრდა ტალანტებმა კი ამ ახალ პროექტში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ“.
აქვე გეტყვით, რომ „კრივბასი“ მთავარმა მწვრთნელმა, იური ვერნიდუბმა დატოვა და ახალ სეზონში გუნდს ნიდერლანდელი პატრიკ ვან ლეუვენი გაწვრთნის.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლაცაბიძემ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა. რაც შეეხება „ჩორნომორეცში“ მის სეზონს, ლუკამ 18 შეხვედრა ჩაატარა და 1 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 400 000 ევროა.