საბალენკა დაამარცხა - კოკო გაუფმა როლან გაროსი მოიგო
საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს WTA-ს პირველი და მეორე ნომრები დაუპირისპირდნენ.
კოკო გაუფმა უმძმეს ბრძოლაში ფავორიტად შერაცხული არინა საბალენკა სამ სეტში 6:7 6:2 6:4 დაამარცხა და ისტორიაში მეორე დიდი სლემის ტურნირი მოიგო.
COCO GAUFF WINS HER FIRST-EVER ROLAND-GARROS WOMEN'S FINAL ????????
— Bleacher Report (@BleacherReport) June 7, 2025
THE 21-YEAR-OLD DEFEATS NO. 1 ARYNA SABALENKA IN A 3-SET THRILLER ???? pic.twitter.com/NDqijIJeiB
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად თამაშობდნენ. არინამ და კოკომ 4-4 ბრეიკი გაცვალეს და ყველაფერი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი საბალენკა იყო და 7:5 მოიგო.
მეორე სეტი ამერიკელმა აქტიურად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. მეორე ბრეიკი მეხუთე გეიმში დაფიქსირდა. საბალენკამ გაუფის ერთი ჩაწოდება მოიგო, მაგრამ შემდეგ უმალ „დაბრეიკდა“ და გაუფმა სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
დისაიდერში საკმაოდ რთული ბრძლა ვიხილეთ. გაუფმა მესამე გეიმში საბალენკას ჩაწოდება მოიგო, თუმცა არინამ მეექვსე გეიმში წონასწორობა აღადგინა.
აშკარა იყო, რომ კორტზე გაუფი დომინირებდა და მეშვიდე გეიმში ბრეიკი შეასრულა. უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ კოკო გაუმა კარიერაში მეორე დიდი სლემი მოიგო. პირველად მან ეს 2023 წელს ამერიკის ღია პირველობაზე გააკეთა. ასევე, ამერეკილი ჩოგბურთელი 2022 წელს როლან გაროსის მოგებასთან იყო ახლოს, თუმცა მაშინ ის იგა შვიატეკთან დამარცხდა.