როლან გაროსი | სინერმა ჯოკოვიჩს მოუგო და ფინალში გავიდა
როლან გაროსის ნახევარფინალში ერთმანეთს რეიტინგის მოქმედი ლიდერი, იანიკ სინერი და მეექვსე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ.
მატჩი იტალიელის უპირატესობით წარიმართა: სინერმა სერბი მეტოქე სამ სეტში - 6:4, 7:5, 7:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კარლოს ალკარასი იქნება.
ცნობისთვის, ესპანელი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. შარშანდელ ფინალში მან გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა. რაც შეეხება სინერს, ის როლან გაროსის ფინალში პირველად ითამაშებს.
ხვალ როლან გაროსის ქალთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს კოკო გაუფი და არინა საბალენკა დაუპირისპირდებიან, ხოლო ალკარასი-სინერის მატჩს მაყურებელი 8 ივნისს იხილავს.