როლან გაროსის ქალთა თანრიგი | ფინალში საბალენკა გაუფს შეხვდება
საფრანგეთის ღია პირველობის, როლან გაროსის ქალთა თანრიგის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. მსოფლიო რეიტინგის 361-ე ნომრის, ლუა ბუასონის ზღაპარი დასრულდა და ფრანგი ჩოგბურთელი ნახევარფინალში დამარცხდა.
ბუასანი ფინალისთვის ბრძოლაში კოკო გაუფს დაუპირისპირდა და ორ სეტში წააგო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს შანსი საერთოდ არ დაუტოვა და მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო. გაუფმა პირველი სეტი 6:1 მოიგო, მეორეში კი 6:2 იმარჯვა.
Coco with an absolutely amazing performance ????#RolandGarros pic.twitter.com/n41VkGIIdX
— Roland-Garros (@rolandgarros) June 5, 2025
მეორე ნახევარფინალი, რომელშიც ერთმანეთს აარინა საბალენკა და იგა შვიონტეკი დაუპირისპირდნენ, შედარებით დაძაბული გამოდგა. პირველი სეტში, საბალენკამ ტაიბრეიკზე 7:1 იმარჯვა, მეორე პარტია პოლონელმა ჩოგბურთელმა მოიგო, მესამეში კი საბალენკა შეუდარებელი იყო - 7:6, 4:6, 6:0.
Sabalenka went the extra mile! ????
— Roland-Garros (@rolandgarros) June 5, 2025
Aryna took down reigning champ Iga Swiatek to punch her ticket to the Roland-Garros final. Watch the highlights, presented by @Emirates! ✈️#RolandGarros #FlyBetter #Emirates pic.twitter.com/ut7Papkuh2
ცნობისთვის, გაუფი და საბალენკა ერთმანეთს მეთერთმეტედ ხვდებიან. მათი 10 მატჩიდან 5 გაუფმა მოიგო, 5 - საბალენკამ. 2025 წელს, ისინი ერთმანეთს მადრიდში შეხვდნენ და საბალენკამ ორ სეტში მოიგო.