მერაბ დვალიშვილი, პატრიკ მიქსი
Aa
Aa

„მერაბს კაცურად დაველაპარაკე“ | პაჩი მიქსი ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე საუბრობს

პაჩი მიქსი Bellator-ის ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მოახლოებულ უქმეებზე, UFC-ში პირველად იჩხუბებს. მიქსი მერაბ დვალიშვილის წონით დივიზიონში ასპარეზობს და „მანქანას“ ძალიან კარგად იცნობს. წლების განმავლობაში, ის და დვალიშვილი სპარინგ-პარტნიორები იყვნენ და მერაბს რამდენჯერმე უთქვამს, რომ ყველაზე მეტად მასთან უჭირდა.

UFC 316-მდე, მიქსი ჟურნალისტებს შეხვდა და დვალიშვილზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მიქსმა ახსნა, მერაბთან სპარინგი რატომ შეწყვიტა და დვალიშვილის რეაქციაც გაგვიზიარა.

„მერაბთან ასზე მეტი სპარინგ რაუნდი მაქვს გამართული და გრეპლინგში, ათასზე მეტი რაუნდი გვისპარინგია. 4 წლის წინ, როდესაც ლას ვეგასში გადმოვედი, ერთად ვარჯიში დავიწყეთ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ.

როდესაც გავიგე, რომ შეიძლებოდა, PFL-იდან გავეშვი და UFC-ში აღმოვჩენილიყავი, მერაბს კაცურად დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ იყო შანსი, UFC-ში, მის წონით დივიზიონში გადავსულიყავი. მინდოდა მეთქვა, მერაბ შეიძლება მანდ მოვიდე და თუ ქამრის მოპოვების შანსი მომეცა, ტიტულისთვის ჩხუბი მინდა-მეთქი.

ჩემი მიზანი იყო, დვალიშვილს ყველაფერი წინასწარ სცოდნოდა. არ მინდოდა, ერთ დღეს გაეღვიძა და შოკში ჩავარდნილიყო. მერაბს ბრწყინვალე რეაქცია ჰქონდა და პატივისცემა გამოიჩინა. ის ხვდება, რომ ჩემი მიზანია, მსოფლიოში საუკეთესო ვიყო“.

ცნობისთვის, პაჩი მიქსს კარიერაში 21 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 20 მოგება და 1 წაგებაა. UFC 316-ზე, მიქსი მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპული დონის ვარსკვლავია, ყველა საჭირო მონაცემი აქვს“ - არშავინი ხვიჩაზე
„ევროპული დონის ვარსკვლავია, ყველა საჭირო მონაცემი აქვს“ - არშავინი ხვიჩაზე