ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეი არშავინი
Aa
Aa

„ევროპული დონის ვარსკვლავია, ყველა საჭირო მონაცემი აქვს“ - არშავინი ხვიჩაზე

რუსეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა საქართველოს ნაკრების შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

რა თქვა არშავინმა:

„რა თქმა უნდა, კვარაცხელია მარადონა არაა, მაგრამ ევროპული დონის ვარსკვლავი ნამდვილად არის. ის სწრაფია, ტექნიკური, ჭკვიანი - არ ვიცი, როგორი ხასიათი აქვს, და ამას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კარიერის განვითარებისთვის, მაგრამ საერთო ჯამში, მას ყველა საჭირო მონაცემი აქვს.

ვის ჰგავს ხვიჩა თამაშის სტილით - მესის თუ კრიშტიანუს? არც ერთს, ვფიქრობ, ის უფრო ალექსანდრ გლებს ჰგავს, ხვიჩა ტიპური ქართველი ფეხბურთელია, ბურთს თავისებურად, რბილად ატარებს. ასეთი ტიპის ფეხბურთელები ახლა ბევრია, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ხვიჩა ძლიერი თანამედროვე გარემარბია - ჭკვიანი და სწრაფი“.

ცნობისთვის, არშავინი „არსენალს“ 2008 წელს შეუერთდა და კლუბის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. რუსმა შემტევმა „მეთოფეების“ მაისურით 144 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას შემცვლელის ძებნა გრძელდება | ნაპოლიმ 4 კანდიდატი შეარჩია
კვარას შემცვლელის ძებნა გრძელდება | ნაპოლიმ 4 კანდიდატი შეარჩია