ტაირიზ ჰალიბერტონი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, პასკალ სიაკამი
Aa
Aa

ყველაფერი მეშვიდე შეხვედრაში გადაწყდება | ინდიანამ ოკლაჰომა გაანადგურა

NBA-ის სუპერფინალური სერიის გამარჯვებულის ბედი მეშვიდე შეხვედრაში გადაწყდება. მეექვსე მატჩში, „ინდიანა პეისერსმა“ ფენომენალურად იასპარეზა და „ოკლაჰომა სითი თანდერს“ შანსი არ დაუტოვა.

„პეისერსი“ საკუთარ კედლებში იყო და საქმე პრაქტიკულად პირველ ტაიმში მოამთავრა. „ინდიანამ“ საწყისი მეოთხედი 3 ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 22-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. „ოკლაჰომას“ მაქსიმუმი ჩამორჩენის შემცირება აღმოჩნდა და საბოლოოდ, „ინდიანამ“ 108:91 იმარჯვა.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო ობი ტოპინი იყო - 20 ქულა, 6 მოხსნა. ენდრიუ ნიმბჰარდმა 17 ქულა დააგროვა, პასკალ სიაკამის ანგარიშზე კი 16 ქულა და 13 მოხსნა იყო. „ოკლაჰომას“ მხრიდან ყველაზე მეტი, 21 ქულა შეი გილჯეს-ალექსანდერმა მიითვალა. ჯეილენ უილიამსმა 16 ქულა დააგროვა.

ცნობისთვის, სერიის მეშვიდე შეხვედრა „ოკლაჰომას“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩი 23 ივნისს არის ჩანიშნული და თბილისის დროით, 04:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაწილი, რომელიც ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა“ | Marca კვარას აქებს
„ნაწილი, რომელიც ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა“ | Marca კვარას აქებს