ბოტაფოგო
Aa
Aa

ბოტაფოგოს მწვრთნელი: პსჟ-ს მათივე იარაღით მოვუგეთ

„პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა. „ატლეტიკოს“ განადგურების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდა და მატჩი ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

მატჩის შემდეგ„ბოტაფოგოს“ მთავარმა მწვრთნელმა, რენატო პაივამ თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

„პსჟ-ს მათივე იარაღით მოვუგეთ - ვითამაშეთ, როგორც ერთიანმა გუნდმა - ერთად ვიცავდით თავს და ერთად ვუტევდით. ამაშია პსჟ-ს საიდუმლო - ისინი გუნდური თამაშის წყალობით იგებენ. პსჟ არის გუნდი, რომელიც საფეხბურთო მსოფლიოსთვის მაგალითია. ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი: უბრალოდ იყავით გუნდი, ისიამოვნეთ, ერთად ითამაშეთ, ერთად შეუტიეთ და ერთად იყავით დაცვაში. ჩვენ ვანახეთ ბრაზილიური ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხარისხი“, - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდს 3 ქულა დარჩა და ამ მომენტისთვის, მეორე ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში, პარიზელთა მეტოქე „სიეტლ საუნდერსია“, რომელსაც 23 ივნისს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

რაც შეეხება „ბოტაფოგოს“, ბრაზილიური კლუბი მომდევნო მატჩს ასევე 23 ივნისს გამართავს და „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ნაწილი, რომელიც ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა“ | Marca კვარას აქებს
    „ნაწილი, რომელიც ენრიკეს შედევრის შესაქმნელად აკლდა“ | Marca კვარას აქებს