ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ვიცოდით, რომ რთული და დაძაბული მატჩი იქნებოდა“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის გუნდი „ბოტაფოგოსთან“ 0:1 დამარცხდა და ენრიკემ მეტოქის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„მატჩის შედეგით გაოცებული არ ვარ. ვიცოდით, რომ რთული და დაძაბული შეხვედრა გველოდებოდა. ბოტაფოგომ დაცვაში ძალიან კარგი თამაში აჩვენა. შანსები გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ, რამაც ყველაფერი გაართულა. მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლებელია, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოკლე ტურნირია და არის შანსი, სწრაფად გავარდე. შესაძლებელია, ბოლო ტურის შემდეგ, სამ გუნდს ჰქონდეს 6 ქულა და არავინ იცის, ვინ გავა.

ბოტაფოგო არის გუნდი, რომელმაც ამ სეზონში, ჩვენ წინააღმდეგ დაცვაში ყველაზე კარგად ითამაშა. ვგულისხმობ, როგორც ჩემპიონთა ლიგას, ისე საფრანგეთის ჩემპიონატში გამართულ მატჩებს. ბოტაფოგო ერთობლივად მოქმედებდა და იმდენი მომენტი ვერ შევქმენით, რამდენსაც ვქმნით ხოლმე. დაცვაში მყოფი გუნდების წინააღმდეგ თამაშს შეჩვეული ვართ, მაგრამ დღეს ძალიან გაგვიჭირდა და მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ.

თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ამ სიტუაციის გამოსწორება შეუძლია, ეს პარი სენ-ჟერმენია. შედეგის მიუხედავად, არის რაღაცები, რაც არ უნდა დავივიწყოთ. უნდა გავაანალიზოთ, მაღალ დონეზე რა გავაკეთეთ და რის გაუმჯობესებაა საჭირო. მაგალითად, ბევრი კონტრშეტევა გავუშვით და ასეთი ტურნირებისას, საჭიროა, კონკრეტულ მომენტში საჭირო დონე აჩვენო. დღეს ეს არ გაგვიკეთებია“.

ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდს 3 ქულა დარჩა და ამ მომენტისთვის, მეორე ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში, პარიზელთა მეტოქე „სიეტლ საუნდერსია“, რომელსაც 23 ივნისს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა აქტიური იყო და მომენტები შექმნა | პარი სენ-ჟერმენის სენსაციური მარცხი
კვარა აქტიური იყო და მომენტები შექმნა | პარი სენ-ჟერმენის სენსაციური მარცხი