ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ყველაფერი უკვე დაწერილია, ჩემპიონი ვიქნები“ - ჩარლზ ოლივეირა

ჩარლზ ოლივეირამ, რომელიც რამდენიმე დღეში მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ილია თოფურიას დაუპირისპირდება, MMA Junkie-სთან ინტერვიუში „ელ მატადორზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია მასზე პატივისცემით არ საუბრობს.

რა თქვა „დუ ბრონქსმა“:

„ეს სატიტულო ჩხუბია - საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ჰყავს თუ არა ამ წონას ამჟამად ჩემპიონი. ეს არის სატიტულო ჩხუბი, რომელიც მოსაგები გაქვს. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი ჩხუბს, განსაკუთრებით იმ „ჰაიპის“ ფონზე, რომელიც ილია თოფურიას სდევს თან. ის დაუმარცხებელია, რის გამოც ჩხუბს კიდევ უფრო მეტად ველოდები.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ მისი მხრიდან პატივისცემას ვერ ვხედავ. ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერი 28 ივნისს გაირკვევა. ყველამ იცის, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქში გადასვლისას მე ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა, მაგრამ ეს ინდივიდუალური საკითხია. ილიას ასეთ დონეზე ჩხუბის გამოცდილება არ აქვს.

რა განსხვავება იქნება ამ ტიტულსა და მაიკლ ჩენდლერთან ჩხუბში მოგებულ ტიტულს შორის ემოციების მხრივ? რა თქმა უნდა, ჩენდლერთან ჩხუბი უკვე წარსულია. ეს იქნება ახალი სახე, ახალი ემოციები - ეს განსხვავებული მომენტია.

ბევრს ვსაუბრობ მემკვიდრეობის შექმნაზე და ამ ასაკში ჩემპიონობის მოპოვება დიდი წვლილი იქნება ამ მხრივ. როგორი გამარჯვება იქნება საუკეთესო ჩემი მემკვიდრეობისთვის - ნოკაუტი თუ საბმიშენი? ყველაზე მთავარი გამარჯვებაა და ეს ასეც მოხდება. ეს უკვე დაწერილია“.

ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბი UFC 317-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. „ელ მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ დაპირისპირებას მაყურებელი 29 ივნისს, დილის 08:00 საათიდან იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია მეზიზღება, ძაღლიშვილია“ | პედი პიმბლეტმა ილიას შეურაცხყოფა მიაყენა
„თოფურია მეზიზღება, ძაღლიშვილია“ | პედი პიმბლეტმა ილიას შეურაცხყოფა მიაყენა