ხვიჩა კვარაცხელია, ბოტაფოგო
Aa
Aa

„უშუალო ოპონენტს კოშმარი მოუწყო“ - რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „ბოტაფოგოსთან“ დამარცხდა (0:1). მატჩის შემდეგ ფრანგული პრესა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ასე გამოეხმაურა:

90min: უდავოდ, პსჟ-ის რიგებში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. პირველივე წუთებიდან, როდესაც მისი დარტყმა ვიქტორმა მოიგერია, ჩანდა, რომ კვარა დღეს ფორმაში იყო. მარცხენა ფლანგზე მის უშუალო ოპონენტს, ვიტინიოს, კოშმარი მოუწყო. აჩქარებები, კომბინაციური თამაში, დრიბლინგი - კვარაცხელია შთაგონებული იყო. პირველ ტაიმში მას პენალტიც უნდა გამოემუშავებინა. გონსალო რამუშის მოედნიდან გასვლის შემდეგ ხვიჩა ცენტრფორვარდი გახდა, თუმცა ამ უჩვეულო როლში თავი ისე კარგად ვეღარ წარმოაჩინა.

Maxifoot: პარიზელთა რიგებში საუკეთესო შემტევი იყო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მალევე შეუდგა საქმეს, როცა ლამაზი დარტყმა შემოგვთავაზა, რომელიც ჯონ ვიქტორმა აუღო. კვარას კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მისი საჯარიმო დარტყმა კარს ასცდა. ხვიჩამ ყველაფერი სცადა, თუმცა უშედეგოდ. 

Parisfans: ბევრს შრომობდა და რეალური საფრთხე დიდწილად მხოლოდ მის ქმედებებს მოსდევდა, თუმცა წარმატებას ვერც მან მიაღწია. 

Le Parisien: ქართველმა მატჩი ისევე დაიწყო, როგორც „ატლეტიკოსთან“ - ორი კარგი მომენტი ჰქონდა: მეორე წუთზე მარჯვენა ფეხით დარტყმული ბურთი მეკარემ აუღო, მე-6 წუთზე დარტყმული კი არაზუსტი იყო. კვარამ საფრთხე შექმნა მე-13 და მე-18 წუთებზეც, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოსკენ ინდივიდუალიზმი ზედმეტად გამოიჩინა. მეორე ტაიმში ის ნაკლებად ჩანდა, რამუშის მოედნიდან გასვლის შემდეგ კი ცენტრფორვარდი გახდა. შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მისი საჯარიმო დარტყმა არაზუსტი იყო.

L'Equipe: მატჩის დასაწყისში შეუჩერებელი იყო, მან პსჟ-ს შეტევებს ჩაუყარა საფუძველი (მე-6 და მე-13 წუთები). შექმნა საფრთხე დრიბლინგისა და აჩქარების ხარჯზე (41-ე წუთი). დაცვაში სამაგალითოდ ირჯებოდა, შეტევაში კი რამდენჯერმე პარტნიორებს ვერ გაუგო.

ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები „ბოტაფოგოსთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული მატჩი იყო, მეტოქემ მოგება დაიმსახურა“ | რა თქვა ხვიჩამ თამაშის შემდეგ
„რთული მატჩი იყო, მეტოქემ მოგება დაიმსახურა“ | რა თქვა ხვიჩამ თამაშის შემდეგ