UFC ბაქოში - მებრძოლებმა წონა ჩააბარეს
ხვალ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში UFC Fight Night-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება, დღეს კი მებრძოლების აწონვის ცერემონია შედგა.
მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა, ჯამაჰალ ჰილმა და ხალილ რაუნთრიმ (ქვემძიმე წონა) ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 93,4 კგ. თანამთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მსუბუქწონოსნები - აზერბაიჯანელი რაფაელ ფიზიევი და ჩილელი ინგასიო ბაჰამონდესი დაუპირისპირდებიან - ორივე მებრძოლის შემთხვევაში სასწორმა 70,5 კგ აჩვენა.
„მეინ ქარდზე“ ასევე იჩხუბებენ კერტის ბლეიდსი და რიზვან კუნიევი (მძიმე წონა), ტოფიქ მუსაევი და მიქტიბექ ოროლბაი (მსუბუქი წონა), ნაზიმ სადიხოვი და ნიკოლას მოტა (მსუბუქი წონა), მუჰამად ნაიმოვი და ბოგდან გრადი (ქვემსუბუქი წონა).
აქვე გეტყვით, რომ „მეინ ქარდის“ ორთაბრძოლები ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება.