ჯონსი: დენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მე მისი პირადი პროექტი ვარ
მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარულმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა ორგანიზაციის დირექტორისადმი თავის დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.
37 წლის ამერიკელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ დენა უაითმა MMA-ში მის წარმატებაზე სერიოზული გავლენა იქონია.
„დენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. დარწმუნებული ვარ, მისი რაღაც ნაწილი გრძნობს, რომ მე მისი პირადი პროექტი ვარ. მან ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი შექმნა. უაითი პატივს მცემს, ისევე როგორც მე მას“, - თქვა ჯონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.
ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.