„ახლა ჩხუბი არ მაინტერესებს“ - ჯონსის პასუხი ასპინალს
ჯონ ჯონსმა აღიარა, რომ ახლა ბრძოლა არ სურს. მძიმე წონის ლეგენდარულმა ჩემპიონმა ასევე ტომ ასპინალის შესახებაც ისაუბრა და მის განცხადებებს უპასუხა.
„ახლა ჩხუბი არ მაინტერესებს, როცა ქავილი დაბრუნდება, თუ დაბრუნდება, მაშინ მზად ვიქნები საბრძოლველად. კულისებში ბევრი რამ ხდება. ჩემი ამოცანაა, უბრალოდ დავჯდე, მშვიდად ვიყო და სასჯელი მივიღო.
რაც შეეხება ტომს (ასპინალი), როცა რაღაც ძალიან გინდა და მას მიიღებ, ეს შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ცხოვრებაში დაგემართოს“.
- თქვა ჯონსმა.
ჯონსის პასუხი ასპინალის ბოლო განცხადებიდან გამომდინარეობდა:
„ხალხი ფიქრობს, რომ ჩემი სიტყვები ხუმრობაა, მაგრამ ეს სიმართლეა - ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა. მე არ ვარ ის, ვინც მედიისთვის შოუს მოაწყობს. რასაც ვამბობ, სიმართლეა. ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი“.
- ეს განცხადება ტომ ასპინალმა ერთი კვირის წინ გააკეთა.
როგორც მოგეხსენებათ, ასპინალი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. „ბოუნსი“ მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, ასპინალი კი დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს და ის დაიცვა კიდეც.
აქვე გეტყვით, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა, სადაც სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.