დენა უაითი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„არასდროს უთქვამს, რომ ეს ჩხუბი არ მაწყობს“ - უაითმა ჯონსი დაიცვა

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მძიმე წონაში ლეგენდარული ჩემპიონის, ჯონ ჯონსის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.

ამერიკელ მებრძოლს პრომოუშენში და მის ფარგლებს გარეთ სულ უფრო და უფრო ხშირად აკრიტიკებენ და ტომ ასპინალთან ჩხუბისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

„ჯონსთან ურთიერთობა საინტერესო იყო იმ დღიდანვე, როდესაც ის აქ მოვიდა. მე ამას ვიტყვი: არ ვუწოდებდი უდიდესს, მას რომ ჩხუბებისგან თავი აერიდებინა. ჯონს არასდროს უთქვამს: „მე ეს ჩხუბი არ მაწყობს და სხვასთან მინდა ვიჩხუბო“. არც ერთხელ“, - თქვა დენა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ ასპინალი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. „ბოუნსი“ მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, ასპინალი კი დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს და ის დაიცვა კიდეც.

გეტყვით ასევე, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.

ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის მერაბთან მესამე ჩხუბი უნდა
„ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის მერაბთან მესამე ჩხუბი უნდა