„თუ ჩემპიონი ხარ, დაიცავი შენი ქამარი“ - ვოლკანოვსკი ჯონსსა და ასპინალზე
UFC-ის ავსტრალიელმა მებრძოლმა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მძიმე წონაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა, სადაც პრომოუშენს ჯონ ჯონსის სახით ჩემპიონი, ტომ ასპინალის სახით კი დროებითი ჩემპიონი ჰყავს.
რა თქვა ვოლკანოვსკიმ:
„თუ ჩემპიონი ხარ, დაიცავი შენი ქამარი - ეს შენი პასუხისმგებლობაა. გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდე. ვფიქრობ, ჩემპიონი აქტიური უნდა იყოს და რეგულარულად ჩხუბობდეს.
თუ შენს წონაში დროებითი ჩემპიონი არსებობს, ეს შენზე ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ მე არ მინდა ჯონსზე უარყოფით კონტექსტში საუბარი, იმიტომ რომ მან ყველაფერი არაერთხელ დაამტკიცა“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ასპინალმა განაცხადა, რომ თავისი მომდევნო ჩხუბის ჩატარების დრო და ადგილი გაიგო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ტომი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. 2023 წლის ნოემბრიდან ასპინალი მძიმე წონის დროებით ქამარს ფლობს, ჯონსმა კი ბოლოს 2024 წლის ნოემბერში იჩხუბა, როცა სტიპე მიოჩიჩი დაანოკაუტა.