ოფიციალურად - ფლორიან ვირცი ლივერპულის ფეხბურთელია
ფლორიან ვირცი „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა - ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა. 22 წლის შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ „წითლებმა“ „ლევერკუზენს“ ბონუსების ჩათვლით 137 მილიონი ევრო გადაუხადეს და სატრანსფერო ბრძოლაში ისეთ კონკურენტებს აჯობეს, როგორებიც „მანჩესტერ სიტი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ არიან. ტრანსფერის განხორციელების შემდეგ ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა.
ფლორიან ვირცი
ვგრძნობდი, რომ ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დრო მოვიდა, რის გამოც დარწმუნებული ვარ, რომ ბუნდესლიგის დატოვება და პრემიერ ლიგის კლუბის წინადადების მიღება სრულიად გამართლებული საქციელი იყო.
ვესაუბრე რამდენიმე ფეხბურთელს, რომელთაც როგორც „ლივერპულში“, ასევე მთლიანად ინგლისის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება გააჩნიათ და მითხრეს, რომ პრემიერ ლიგა ჩემი სტილის მოთამაშისთვის იდეალური ადგილი იქნება. მოუთმენლად ველოდები ახალი თავგადასავლის დაწყებას და იმედია წარმატებებს მივაღწევ.
ცნობისათვის, ვირცი „ლევერკუზენში“ 2020 წლიდან ასპარეზობა და ყველა ტურნირზე გამართულ 197 მატჩში თავი 57 გოლითა და 63 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება გასულ სეზონს, 45 შეხვედრაში 22 წლის გერმანელი ნახევარმცველის ანგარიშზე 13 ბურთი და 14 ასისტი იყო.