ვაცკე: „ვირცის ტრანსფერი ნამდვილი სირცხვილია“
გერმანული სპორტული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უახლოეს საათებში ფლორიან ვირცი ლივერპულში ჩავა და ინგლისის ჩემპიონთან ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გააფორმებს. გაზაფხულიდან მოყოლებული სისტემატურად ვრცელდებოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ „ლევერკუზენის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატების მთავარი კანდიდატი „ბაიერნი“ იყო, თუმცა „რეკორდმაისტერს“ მერსისაიდელებმა აჯობეს, რაც რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, „დორტმუნდის“ გენერალურ დირექტორს, ჰანს-იოახიმ ვაცკეს ძალიან ეწყინა.
რას ამბობს ვაცკე
ეს ნამდვილი სირცხვილია, განსაკუთრებით გერმანული ფეხბურთისთვის. ისეთი მოთამაშე, როგორიც ვირცია, ბუნდესლიგას არ უნდა ტოვებდეს. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ საერთოდ არ მეწყინებოდა, თუ ის არჩევანს „ბაიერნის“ სასარგებლოდ გააკეთებდა, რადგან ეს გერმანული ფეხბურთისთვის კარგი იქნებოდა. მერწმუნეთ, ჯამალ მუსიალასა და ფლორიან ვირცის ერთ გუნდში ასპარეზობა „რეკორდმაისტერის“ გარდა, გერმანიის ნაკრებსაც უდიდეს სარგებელს მოუტანდა.
ცნობისათვის, ფლორიან ვირცის „ლივერპულში“ გადასვლის შემთხვევაში, ის გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება, რომელიც მერსისაიდულ გრანდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას რამდენიმე კვირაში დაიწყებს.