ვირცი ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას კვირის ბოლოს გაივლის
ფლორიან ვირცის „ლივერპულში“ ტრანსფერამდე ცოტა დრო რჩება.
როგორც Sky Sport-ი წერს, „ლევერკუზენისა“ და გერმანიის ნაკრების 22 წლის მცველი სამედიცინო შემოწმებას პარასკევს გაივლის.
გავრცელებული ინფორმაციით, „წითლები“ ვირცისთვის გარანტირებულად 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან, კიდევ 16,5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
თავად ფლორიანის ხელფასი წელიწადში 10,2-დან 12,7 მილიონამდე გირვანქა სტერლინგი იქნება იმის გათვალისწინებით, გადაიხდის თუ არა „ლივერპული“ ბონუსებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა მიმდინარე სეზონში „ლევერკუზენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 შეხვედრა ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.