ფლორიან ვირცი
Aa
Aa

სლოტის ეფექტი - ვირცმა არჩევანი ლივერპულზე გააკეთა

„ლევერკუზენის“ 22 წლის ლიდერის ფლორიან ვირცისთვის ბრძოლაში როგორც ჩანს, გამარჯვებული „ლივერპული“ დარჩება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გერმანელმა ათიანმა „ლევერკუზენს“ აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება „ლივერპულში“ სურს. ვირცმა „მერსისაიდელები“ მწვრთნელისა და სპორტული პროექტის გამო აირჩია.

როგორც ცნობილია, ვირცის შესაძენად მიუნხენის „ბაიერნი“ და მადრიდის „რეალი“ იბრძოდნენ, თუმცა ბოლო დროს დაინტერესებულმა „ლივერპულმა“ სატრანსფერო ბრძოლა მოიგო.

Sport1.de-ს ცნობით, პირად შეხვედრაზე არნე სლოტი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მან ვირცისთვის ძალიან მკაფიო სპორტული გეგმა ჩამოაყალიბა, რომელიც მოთამაშემ დიდი ენთუზიაზმით მიიღო.

თავისი სამომავლო გეგმები ვირცს „ბაიერნმაც“ წარუდგინა, თუმცა ისინი „ლივერპულის“ მსგავსად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნენ და ფეხბურთელს მათი პროექტის მიმართ გარკვეული კითხვები დარჩა.

როგორც ირკვევა, ფინანსური მხარე ამ მოლაპარაკებების დროს გადამწყვეტი არ ყოფილა. ვირცს მხოლოდ წმინდა საფეხბურთო საკითხები აინტერესებდა.

შეგახსენებთ, რომ ფლორიან ვირცმა მიმდინარე სეზონში „ლევერკუზენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 შეხვედრა ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა ყველას, ვინც ჩემ გვერდით იდგა“ | მამარდას მიმართვა ბოლო მატჩის შემდეგ
„მადლობა ყველას, ვინც ჩემ გვერდით იდგა“ | მამარდას მიმართვა ბოლო მატჩის შემდეგ