ირჟი პროხაზკა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„ყბედია, რაც უნდა ის ილაპარაკოს“ - პროჰასკას პასუხი ანკალაევს

მარტში ქვემძიმე წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ, მაგომედ ანკალაევმა რამდენჯერმე გამოთქვა ალექს პერეირასთან რემატჩის ჩატარების სურვილი. ბრაზილიელის უარის შემდეგ კი, დაღესტნელი მებრძოლის მენეჯერი დენა უაითთან ირჟი პროჰასკასთან ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ უკანასკნელისგანაც თანხმობა გამოირიცხა, რის გამოც ანკალაევი თვლის, რომ მასთან დაპირისპირების ყველას ეშინია. რამდენად შეეფერება სიმართლეს ეს ყველაფერი, ამ შეკითხვაზე პასუხის გაგება ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავად პროჰასკასგან გადაწყვიტა და მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ამჟამად უნივერსიტეტში ვსწავლობ და გარკვეული მიზნები მაქვს. ახლა ყველაზე მთავარი ჩემთვის სწავლაა და სხვა არაფრის გაგონება არ მსურს.

ანკალაევი ყბედია. საერთოდ არ მაინტერესებს რას დაწერენ სოციალურ ქსელში ის და მისი მენეჯერი. საკმარისზე მეტი სისულელეები ილაპარაკა საიმისოდ, რომ ხალხმა მისი სერიოზულად აღქმა შეწყვიტოს. მსგავსი უაზრო კომენტარებით საკუთარი რეპუტაცია თავადვე გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ მაგომედ ანკალაევმა საჩემპიონო ქამარი მარტში ალექს პერეირასთან გამარჯვებით მოიპოვა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია მეზიზღება, ძაღლიშვილია“ | პედი პიმბლეტმა ილიას შეურაცხყოფა მიაყენა
„თოფურია მეზიზღება, ძაღლიშვილია“ | პედი პიმბლეტმა ილიას შეურაცხყოფა მიაყენა