ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, რაფაელ ფიზიევი
Aa
Aa

ფიზიევი: სისულელეა, რომ მახაჩევს თოფურიასთან ჩხუბის ეშინია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი და რეიტინგის მე-11 ნომერი, რაფაელ ფიზიევი არ ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევი შეგნებულად გადავიდა ქვესაშუალო წონაში, რათა ილია თოფურიასთან ჩხუბი თავიდან აერიდებინა.

კითხვაზე: რას ფიქრობთ თოფურიას იმ სიტყვებზე, რომ თითქოს ისლამს მასთან ჩხუბი შეეშინდა, ფიზიევმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა ეს სისულელეა. რა შიში? ჩვენ ყველას ერთი შიში გვაქვს - არ გინდა დამარცხება, დანარჩენი არაფრის არ გვეშინია. დარწმუნებული ვარ, არც ერთი იმ ადამიანებიდან, ვისაც ვიცნობთ UFC-ში, საჩხუბრად გასვლის არ ეშინია. ჩვენ მხოლოდ დამარცხების გვეშინია. არავის უნდა წაგება. ყველაფერ დანარჩენში თოფურია თავის საქმეს აკეთებს - ცდილობს მომავალი ჩხუბი გააპიაროს“.

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან. მათი ორთაბრძოლა საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.

რაც შეეხება მახაჩევს, დაღესტნელმა ბოლოს 18 იანვარს, UFC 311-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

ამის შემდეგ, ისლამის მეტოქე რენატო მოიკანო გახდა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა. მაისის დასაწყისში, მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია“ | ვოლკი თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბზე
„ილიას ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია“ | ვოლკი თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბზე