ილია თოფურიას შორტები ეცვა | ჰოლოუეის ხუმრობა და სემინარიდან გაგდებული მებრძოლი
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, მაქს ჰოლოუეი Saint Rogies Sunday school-ს ესტუმრა, სადაც MMA-ის სემინარი უნდა ჩაეტარებინა. სემინარის დაწყებამდე, „დალოცვილი“ სიტყვით გამოვიდა და ერთ-ერთ იქ მყოფ მებრძოლს გაეხუმრა.
„მოგესალმებით. მადლობას გიხდით, მოსვლისთვის და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად საინტერესო სემინარი გვექნება. სემინარის დაწყებამდე, პირველ რიგში, ამ ბიჭმა, რომელსაც ილია თოფურიას შორტები აცვია, შენობა უნდა დატოვოს“, - იხუმრა ჰოლოუეიმ და რა თქმა უნდა, ცოდნის მისაღებად მისული მებრძოლი მართლა არ გაუგდია.
???? Max Holloway kicks a guy out of a seminar for wearing Ilia Topuria shorts.
— Home of Fight (@Home_of_Fight) May 31, 2025
(via @SaintRogies) pic.twitter.com/cFXXdHQ5Bz
როგორც მოგეხსენებათ, „დალოცვილმა“ ბოლო ორთაბრძოლა სწორედ თოფურიას წინააღმდეგ გამართა. ილიამ და მაქსმა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბეს და ქართველმა მებრძოლმა ჰოლოუეი დაანოკაუტა, რაც ილიამდე არავის გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეისთან ჩხუბის შემდეგ, „ელ მატადორი“ მსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდა და მომდევნო ორთაბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს. „დუ ბრონქსი“ და ილია მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის იჩხუბებენ.