„მიდი კვარა, მიდი პსჟ“ | მერაბ დვალიშვილი პარი სენ-ჟერმენს ქომაგობს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი „პარი სენ-ჟერმენს“ გულშემატკივრობს, რაც გასაკვირი არავისთვისაა. პსჟ-ის რიგებში ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და ფინალის წინ, „მანქანამ“ ქართველ ფეხბურთელს მიმართა.
„მიდი პსჟ! საფრანგეთი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. შარშან, აქ პირველად ჩამოვედი, რათა ორთაბრძოლებისთვის მეყურებინა, ახლა კი უფრო ხშირად ჩამოვალ, რადგან ჩემი მეგობარი, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში თამაშობს. მიდი კვარა, მიდი პსჟ“.
???? Merab Dvalishvili, le champion des -61kg de l'UFC, est pour le PSG pour la finale de la Ligue des Champions !
— RMC Sport Combat (@RMCSportCombat) May 31, 2025
???????? Il parle aussi de son ami et compatriote Khvicha Kvaratskhelia, qu'il soutient pour la victoire finale ! pic.twitter.com/T1zt5D6l33
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ფინალი დღეს, 23:00-ზე, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება. ცნობილი სტატისტიკური პორტალი, Opta მიიჩნევს, რომ ტურნირის გამარჯვებული პსჟ გახდება. ლუის ენრიკეს გუნდის გაჩემპიონების შანსი 53,6%-ია.