ნიკოლოზ ბასილაშვილი, საბა ფურცელაძე, ლეილა მესხი
Aa
Aa

მესხი: „ეს ტიტული საბას ბევრ რამეში დაეხმარება“

2025 წელი საბა ფურცელაძის კარიერაში უდავოდ საუკეთესოა - ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე რამდენიმე შეჯიბრების მოგება შეძლო, თუმცა მისთვის განსაკუთრებული იყო თბილისში გამართული ATP Challenger Tour-ზე ჩემპიონობა, რომლის გადამწყვეტ შეხვედრაშიც იტალიელი ფედერიკო ჩინა ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ამ ტურნირზე გაიმარჯვა. ფურცელაძის ბოლოდროინდელი წარმატებები Crystalsport-თან ინტერვიუში ლეგენდარულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ლეილა მესხმა ასე შეაფასა:

„ბოლო პერიოდში საბას აშკარად ეტყობა რომ კარგ ფორმაშია და მისი წარმატება ძალიან გამიხარდა. პროგრესია იმ მხრივაც, რომ თუ ადრე მსგავსი ტიპის მატჩების შემობრუნება უჭირდა, ახლა ფსიქოლოგიურადაც უმაღლეს დონეზეა მომზადებული და მსგავსი წარმატებები ბევრ რამეში დაეხმარება. გახდა საკმაოდ ათლეტური და ტექნიკური თვალსაზრისითაც უზომოდ მოუმატა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, რაც არ უნდა სუსტი მეტოქე გყავდეს, დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრა უდიდესი მიღწევაა და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ როლან გაროსზე ორ წრეს მაინც გაივლის. დაიბრუნებს თუ არა რეიტინგის საწყის ოცეულში დაკარგულ პოზიციებს, რთული სათქმელია, რადგან ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩემთვის ის დონე, რასაც ნიკა ახლა აჩვენებს, ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რისი გამოვლაც მოუწია, მაინც საამაყოა“.

ცნობისათვის, ლეილა მესხს კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირებს შორის საუკეთესო შედეგი 1990 წლის ამერიკის ღია პირველობაზე აქვს დაფიქსირებული, როდესაც მეოთხედფინალამდე გავიდა. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე კი წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედალს დაუეფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი მეტოქე ცნობილია | ვის ხვდება ბასილაშვილი როლან გაროსზე
პირველი მეტოქე ცნობილია | ვის ხვდება ბასილაშვილი როლან გაროსზე