მე-100 ATP ტიტული კარიერაში - ჯოკოვიჩმა ჟენევას ტურნირი მოიგო
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა. ლეგენდარულმა სერბმა ATP-ის მე-100 ტიტული მოიგო.
ამის გაკეთება „ნოლემ“ ჟენევას 250-ქულიან ტურნირზე მოახერხა, სადაც ფინალში ჰურკაჩს დაუპირისპირდა და სამ სეტში 5:7 7:6 7:6 დაამარცხა.
როგორც ხედავთ, ნოვაკს პოლონელის დამარცხება ძალიან გაუჭირდა. პირველ სეტში, ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დომინირებდნენ, თუმცა მე-12 გეიმში ჰურკაჩმა ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.
მეორე სეტი თითქმის იდენტური სცენარით წარიმართა. ჯოკოვიჩმა და ჰურკაჩმა თავიანთი ყველა ჩაწოდება მოიგეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც სერბი გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა და 7:2 მოიგო.
მესამე სეტი ჯოკოვიჩმა ცუდად დაიწყო და თავისი პირველივე ჩაწოდება დათმო, თუმცა მერვე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. საქმე კვლავ ტაი-ბრეიკამდე მივიდა და მსგავსად მეორე სეტისა, აქაც იდენტური ანგარიში 7:2 დაფიქსირდა. ჯოკოვიჩმა ჟენევას ტურნირი და როგორც უკვე მოგახსენეთ, კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო.
100 ATP TOUR WINS FOR NOVAK DJOKOVIC ????
— BBC Sport (@BBCSport) May 24, 2025
He's beaten Hubert Hurkacz to win the Geneva Open ???????? pic.twitter.com/vINAO0CGTS