ილია თოფურია, არმან ცარუკიანი, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

„ილიას დამარცხების ყველაზე კარგი შანსი აქვს“ | დემეტრიუს ჯონსონი ცარუკიანზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დემეტრიუს ჯონსონმა, არმან ცარუკიანთან ივარჯიშა. მაითი მაუსმა YouTube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და ცარუკიანისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„ცარუკიანს აქვს ათლეტური შესაძლებლობები, უნარები და მენტალიტეტი, რომ თოფურია დაამარცხოს. ჩემი აზრით, არმანს დროებით საჩემპიონო ქამარზე ჯასტინ გეიჯისთან ან პედი პიმბლეტთან უნდა ეჩხუბა, თუმცა მას შანსი არ მისცეს.

გეიჯიმ პიმბლეტი დაამარცხა და წესების მიხედვით, თოფურიას მომდევნო მეტოქე უნდა იყოს. ვფიქრობ, ცარუკიანი იმსახურებს, გეიჯისა და თოფურიას ორთაბრძოლის გამარჯვებულს დაუპირისპირდეს. მიმაჩნია, რომ მსუბუქ წონაში ილიას დამარცხების ყველაზე კარგი შანსი სწორედ ცარუკიანს აქვს.“

ცნობისთვის, გეიჯიმ პიმბლეტს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ელ მატადორს თეთრი სახლის ქარდზე დაუპირისპირდება. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ თეთრი სახლის ღონისძიების ჩხუბები ჯერ შერჩეული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო | 16 წლის ბარამიძის ლამაზი გოლი
მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო | 16 წლის ბარამიძის ლამაზი გოლი