მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო | 16 წლის ბარამიძის ლამაზი გოლი
თურქულ შეკრებაზე დინამო ბათუმი უზბეკურ ფარღანას ნეფთჩისთან 1:4 დამარცხდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდიდან გოლი 16 წლის ბექა ბარამიძის ანგარიშზეა, წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
გასულ წელს ბექა ბარამიძემ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბოლოსწინა ტურში სამგურალთან ჩაატარა, ცვლილებაზე გამოვიდა. ბოლო ტურში კოლხეთთან შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში, მოედანზე გამოსვიდან 8 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა.
გასულ წელს ბექა ბარამიძე საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.
რაც შეეხება ახალი სეზონისთვის მზადებას, აჭარულმა გუნდმა პირველ თურქულ შეკრებაზე სამივე მატჩი დათმო: ბოსნიურ სლოგა დობოისთან (0:3), მაკედონიურ სილეკსთან (1:2) და ყაზახურ ტობოლთან (0:1). მეორე თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი ფერღანას ნეფთჩისთან ჩატარდა.
მიუხედავად უარყოფითი სტატისტიკისა, მოსამზადებელ ეტაპზე შედეგი პრიორიტეტული არ არის. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აჭარულ კლუბში მძიმე ფინანსური კრიზისის შემდეგ გუნდის შენება პრაქტიკულად ნულიდან იწყება. ჭიაბრიშვილის განკარგულებაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებიც საჭირო გამოცდილებას სწორედ ახლა იღებენ. ასევე გეტყვით, რომ კლუბს 2026 წლის ივნისამდე ტრანსფერების განხორციელება აკრძალული აქვს (იხილეთ).