ტორონტომ დეტროიტთან წააგო | მამუკელაშვილის 7 ქულა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ კედლებში აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „დეტროიტ პისტონსთან“ დამარცხდა - 95:113.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, პარკეტზე 19:37 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. მამუკელაშვილმა 6-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 6-დან 5 მოხსნა კი დაცვაში ჰქონდა.
მატჩი MVP „დეტროიტის“ ლიდერი კეიდ კანინგემი გახდა, რომელმაც 28 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, პოლ რიდს 22 ქულა ჰქონდა, დანკან რობინსონს კი 13. რაც შეეხება „ტორონტოს“, კანადელების რიგებში ყველაზე შედეგიანი იმანუილ ქუიქლი იყო (18 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა), სკოტი ბარნს 17 ქულა ჰქონდა, არ ჯეი ბარეტს კი 16.
32 მოგებითა და 23 წაგებით „რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 20 თებერვალს, სტურმად, „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს.