მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

ამან დაღალა | ალჯამეინ სტერლინგის რჩევა მერაბს იანთან ჩხუბისთვის

მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა, პიოტრ იანსა და „მანქანას“ შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ალჯომ დვალიშვილს რჩევები მისცა და განმარტა, რა ცვლილებები სჭირდება ქართველ მებრძოლს.

„მერაბსა და იანს შორის ანგარიში თანაბარია – 1:1. მათი ორთაბრძოლა ძალიან ახლო იყო და მინდა, ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვნახო. ვფიქრობ, დვალიშვილმა ცვლილებებს უნდა მიმართოს და საკუთარ თავს უფრო მეტად უნდა ჰგავდეს.

პირველი ჩხუბის დაწყებიდან 10-15 წამიც არ იყო გასული, რომ მერაბმა თეიქდაუნის შესრულება სცადა. მეორე ჩხუბის საწყის სამ წუთში კი ისინი დგომში იყვნენ და ჯებებს ცვლიდნენ. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა და მერაბს ამაზე დაველაპარაკე კიდეც. ვუთხარი, რომ ბრძოლის ტემპი თავიდანვე უნდა გააკონტროლოს, როგორც ეს პირველ ჩხუბში გააკეთა. დგომში ჩხუბმა დვალიშვილი ცოტათი დაღალა. ნაწილობრივ ეს წონის კლებამ და ასე სწრაფად დაბრუნებამაც განაპირობა, თუმცა ტემპის კონტროლიც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა განაცხადა, მისი მომდევნო მეტოქე იანი იქნება, რაც მოგვიანებით თავად პიოტრმაც დაადასტურა. მეორე ბრძოლაში „მანქანა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და საჩემპიონო ქამრის დაბრუნება სურს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაუგებარი მეტოქეები ჰყოლია“ | შარა ბულეტისთვის ილია გადაფასებული მებრძოლია
„გაუგებარი მეტოქეები ჰყოლია“ | შარა ბულეტისთვის ილია გადაფასებული მებრძოლია