ზურაბ მუსელიანი
Aa
Aa

მესამე გოლი სეზონში - მუსელიანმა აპოელს გაუტანა

„პარალიმნის“ ქართველმა ფეხბურთელმა ზურაბ მუსელიანმა წლევანდელ სეზონში მესამე გოლი გაიტანა. კვიპროსის თასის მეოთხედფინალში მუსელიანი და მისი თანაგუნდელები სტუმრად ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კლუბს „აპოელს“ დაუპირისპირდნენ, დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდნენ და ნახევარფინალს მიღმა დარჩნენ.

22-ე წუთზე, როდესაც „პარალიმნი“ მინიმალური სხვაობით 0:1 მარცხდებოდა, მასპინძლების კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზურაბს მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე ბურთთან პირველი ისევ 26 წლის ქართველი ფორვარდი გაჩნდა და წონასწორობა აღადგინა.

ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში ზურაბ მუსელიანმა ყველა ტურნირზე გამართულ 20 შეხვედრაში, საიდანაც ძირითადში 15 დაიწყო, ხოლო ცვლილებაზე 5-ჯერ ჩაერთო, თავი 3 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე აქტიური იყო - კვერნაძის გოლი და ფროზინონეს გამარჯვება
ყველაზე აქტიური იყო - კვერნაძის გოლი და ფროზინონეს გამარჯვება