ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი პირველ წრეში | ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს გამოეთიშა. 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 106-ე ჩოგანი, იტალიელი ლუკა ნარდი იყო.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ბასილაშვილმა საკუთარ ჩაწოდებაზე ჯერ მეშვიდე, შემდეგ კი მეცხრე გეიმი დათმო და პირველ სეტში 3:6 დამარცხდა.

მეორე სეტი ანალოგიური სცენარით განვითარდა: აქაც ნარდი 4:3-ს იგებდა, შემდეგ კი ბასილაშვილმა საკუთარ ჩაწოდებაზე დათმო გეიმი და მეორე სეტიც 3:6 წააგო.

ლუკა ნარდი მომდევნო წრეში თავის თანამემამულე ფლავიო კობოლის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე დიდი სლემი - რიბაკინამ საბალენკას აჯობა
მეორე დიდი სლემი - რიბაკინამ საბალენკას აჯობა