მაიამის მასტერსი - ბასილაშვილი ძირითად ბადეში გავიდა
მიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ადგილობრივ პატრიკ კიპსონს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3 6:1 დაამარცხა.
პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა, მე-7 და მე-9 გეიმებში ბრეიკი შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
არც მეორე სეტი გამოდგა განსხვავებული. ბასილაშვილი სრულად დომინირებდა მე-4 გეიმში და ბრეიკი შეასრულა. ამერიკელმა ვერაფერი დაუპირისპირა. მეტიც, მე-6 გეიმში ნიკოლოზმა მეორე ბრეიკი შეასრულა და მატჩზე უნაკლოდ ჩააწოდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა მაიამის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში იაპონელი შიმაბუკურო დაამარცხა.
ასევე გეტყვით, ნიკოლოზი მაიამის მასტერსის პირველ წრეში არგენტინელ მარიანო ნავონეს დაუპირისპირდა, რომელიც ამჟამად ATP რეიტინგში 61-ე ადგილს იკავებს.