კარლოს ალკარასი, ტონი ნადალი
Aa
Aa

„იღბალიც კი არასოდეს ღალატობს“ - ნადალმა ალკარასი შეაფასა

კარლოს ალკარასის მიერ ჩატარებული მორიგი ტრიუმფალური ტურნირის შემდეგ, 22 წლის ესპანელი ჩოგბურთელის ფენომენალური შესაძლებლობების თაობაზე საუბრები არ წყდება. სხვადასხვა სპორტული მედიის წარმომადგენლები აზრს ჩოგბურთის უამრავ სპეციალისტს ეკითხებიან და მათ შორის ბუნებრივია განსაკუთრებით საინტერესოა რაფაელ ნადალის ბიძისა და მწვრთნელის, ტონი ნადალის მოსაზრება, რომელმაც ალკარასი ასე დაახასიათა:

„მას აქვს შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები, არაჩვეულებრივი ტექნიკა და ამასთან ერთად საოცრად იღბლიანია, რითაც მის მოწინააღმდეგეებს უბრალოდ შანსი არ აქვთ. მახსოვს ადრე, როდესაც დელ პოტროს, მიურეის, ან ვავრინკას წინააღმდეგ თამაშობდნენ, მათი მეტოქეები შეგუებულნი იყვნენ, რომ შავ დღეში ჩავარდებოდნენ და მხოლოდ იღბლის იმედად დარჩენილები ასპარეზობდნენ, ალკარასის ოპონენტებს კი ფორტუნაც არ სწყალობს.

პირადად მე კარლოსი უფრო მეტად მომწონს, ვიდრე იანიკ სინერი. როდესაც ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, მატჩის საბოლოო შედეგი მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს მურსიელი ბიჭი. თუმცა, ციფრებს თუ ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სინერი ოდნავ უფრო საიმედო და სტაბილურია. ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელსაც ამ დუეტისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, ალექსანდრ ზვერევია, თუმცა საამისოდ მან საკუთარ მომზადებასა და ხასიათში ბევრი რამ უნდა შეცვალოს“.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ სეტში დაამარცხა, რითაც 2 მილიონ 900 ათასა დოლარამდე გამოიმუშავა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც კარიერული სლემი შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მხოლოდ ღმერთმა იცის რა მოხდება მომავალში“ - ჯოკოვიჩი ფინალის წაგების შემდეგ
“მხოლოდ ღმერთმა იცის რა მოხდება მომავალში“ - ჯოკოვიჩი ფინალის წაგების შემდეგ