გოგა ბითაძე, ჯამალ მოზლი
Aa
Aa

გოგას ისევ არ უთამაშია | რას ამბობს ქართველზე მეჯიქის მწვრთნელი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ კედლებში „მილუოკი ბაქსთან“ დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო არც ამჯერად მისცემია. 25 იანვრის შემდეგ გოგამ მთელი მატჩი სკამზე 7-ჯერ გაატარა, „სპურსთან“ 6 წუთი, „ბრუკლინთან“ კი 8 წუთი ითამაშა.

მატჩის შემდეგ „მეჯიქის“ მთავარ მწვრნთელს, ჯამალ მოზლის ერთ-ერთი კითხვა სწორედ გოგა ბითაძეზე დაუსვეს:

„ხომ არ მიფიქრია მატჩის მიმდინარეობისას ბითაძის შეყვანაზე? მატჩის დროს ბევრ რამეზე ვფიქრობთ, ბევრ ვარიანტს განვიხილავთ, მაგრამ ბოლო რამდენიმე მატჩი ერთი მაღალი მოთამაშით ჩავატარეთ, რამაც სისწრაფე შეგვძინა და ეს ჩვენი უპირატესობა აღმოჩნდა. ასე იყო „მილუოკისთან“ წინა მატჩში და დღესაც, შეხვედრის პირველ ნაწილში.

მარტში ძალიან დატვირტული კალენდარი გველოდება - 31 დღეში 17 მატჩს ჩავატარებთ, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს. 48 წუთს ვერავინ ითამაშებს, ეს ყველას ესმის. ვიცი, რომ ყველა კალათბურთელი მზადაა და როცა დაგვჭირდება, აუცილებლად ითამაშებენ.

ცნობისთვის, 28 მოგებითა და 25 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გოგას გუნდი 20 თებერვალს სტუმრად, „საკრამენტოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ საუკეთესო თავისუფალი აგენტი“ | ამერიკელი ჟურნალისტი მამუზე
„ალბათ საუკეთესო თავისუფალი აგენტი“ | ამერიკელი ჟურნალისტი მამუზე