„ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია“ | ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „კვარა“ მისი გუნდის საკვანძო მოთამაშეა.
„ძალიან ბედნიერი ვარ ხვიჩა კვარაცხელიათი და მისი გამოჯანმრთელებით. ის ჩვენთვის საკვანძო მოთამაშეა“, – განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლთან“ გამართულ შეხვედრაში კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. თავდაპირველი პროგნოზით, მას დაახლოებით 20 დღე უნდა გამოეტოვებინა, თუმცა ქართველი ვარსკვლავი მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდა და „მარსელის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 28 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 6 შედეგიანი გადაცემა. ლიგა 1-ში მან 4-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 ბურთი შეაგდო.