„ხელფასიც გამეზარდა და ტიტულსაც მე მოვიგებ“ - რა მისწერა ბენზემამ რონალდუს
ქარიმ ბენზემამ კრიშტიანუ რონალდუს ესემესი გაუგზავნა, რომელიც ხუმრობის შემცველი შინაარსის იყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფრანგი „ალ-იტიჰადიდან“ „ალ-ჰილალში“ გადავიდა.
The Telegraph ირწმუნება, რომ ტრანსფერის შემდეგ ბენზემასა და რონალდუს შორის ონლაინ კონტაქტი შედგა.
„ალ-ჰილალში ტრანსფერის შემდეგ, ქარიმმა კრიშტიანუს ხუმრობით მიწერა, რომ მან არა მხოლოდ ხელფასის მომატება მიიღო, არამედ ტიტულსაც კვლავ იგი მოიგებდა. გვინდა ვიფიქროთ, რომ ბოლოს მან სიცილის აღმნიშვნელი „სმაილი“ დაამატა და ეს ხუმრობა იყო“,
– ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა პროტესტის ნიშნად საუდის პრო ლიგის მატჩები „ალ-რიადისა“ და „ალ-იტიჰადის“ წინააღმდეგ გამოტოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რონალდუ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) „ალ-ნასრს“ კონკურენტებთან შედარებით და თვლის, რომ კლუბს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელს უშლიან. „რონისთვის“ ბოლო წვეთი ბენზემას „ალ ჰილალში“ ტრანსფერი იყო, რომელმაც მისი გუნდის საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო შეამცირა.