ეკო გორგოძე
Aa
Aa

W50 სლოვენიაში | გორგოძე ნახევარფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ სლოვენიაში მიმდინარე 50-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ამერიკელი კაროლინ ანსარი სამ სეტში, 6:1, 3:6, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში გორგოძის მეტოქე ბელგიელი სოფია კოსტულასი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 210-ე ჩოგანია.

მანამდე გორგოძემ ასპარეზობას ჯერ მასპინძელი ზივა ფალკნერი (6:2, 7:6), შემდეგ კი ესპანელი მარინა ბასოლსი (6:4, 6:4) გამოთიშა.

აქვე გეტყვით, რომ სლოვენიის ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 დოლარია. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გორგოძემ ლოპოტას 50-იანი ტურნირიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როლან გაროსი | კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგის მეორე წრეში გავიდა
როლან გაროსი | კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგის მეორე წრეში გავიდა