რიოს ჩელენჯერი - გორგოძე წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა
რიო-დე-ჟანეიროს ჩელენჯერის ნახევარფინალში, წყვილთა თანრიგში ეკო გორგოძე ბურილო ესკორიუელასთან ერთად ფინალში გავიდა.
ქართულ/ესპანური დუეტი ნახევარფინალში ავსტრალიურ/იტალიურ წყვილს(ტინა ნადინი/მირიანა ტონა) წყვილს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:5 6:4 დაამარცხა.
პირველი სეტი ეკომ და ბურილომ ცუდად დაიწყეს და უმალ საკუთარი ჩაწოდება დათმეს, თუმცა სეტის მიწურულს ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულეს და სეტებს შორის დაწინაურდნენ.
მეორე სეტში წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად თამაშობდნენ. ნადინმა და ტონამ ორი ბრეიკი შეასრულეს, თუმცა გორგოძემ და ესკორიუელამ 3 და მატჩიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
ცნობისთვის, ეკოს და ბურილოს მოწინააღმდეგე ფინალში რომერო გორმაზი(ესპანეთი) და ტარა ვიურტი(ხორვატია) იქნებიან.
ასევე გეტყვით, რომ ქართველი ჩოგბურთელი რიო-დე-ჟანეიროს ჩელენჯერის ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობს, სადაც ნახევარფინალში გავიდა.