ეკო გორგოძე
Aa
Aa

რიოს ჩელენჯერი - ეკატერინე გორგოძე ნახევარფინალში გავიდა

რიო-დე-ჟანეიროს ჩელენჯერის მეოთხედფინალში ეკატერინე გორგოძე ბურუნდიელ ჩოგბურთელს, სადა ნაჰიმანას ორ სეტში მოუგო - 6:4, 6:1 და ნახევარფინალში გავიდა.

გორგოძემ რიოში ასპარეზობა ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ უნგრელთან, პანა უდვარდისთან გამარჯვებით დაიწყო - 7:6, 6:3. შემდეგ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი გაბრიელა ჩე იყო, რომელსაც ეკატერინემ ასევე ორ სეტში, 6:2, 6:1 სძლია.

ნახევარფინალში გორგოძის მეტოქე ფრანგ ალის რამისა და იტალიელ მარტინა კოლმენიას შორის გამარჯვებული იქნება. ნახევარფინალური მატჩები ხვალ გაიმართება, ფინალი კი 19 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

აქვე გეტყვით, რომ რიოს ჩელენჯერი 125-ქულიანი ტურნირია და მისი საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარიერა მეორედ დავიწყე“ - რაში დახარჯა ვაშერომ საპრიზო თანხა
„კარიერა მეორედ დავიწყე“ - რაში დახარჯა ვაშერომ საპრიზო თანხა