თამაში ვეღარ გააგრძელა | ბასილაშვილი ბრიუსელის ტურნირს ჩაეხსნა
Aa
Aa

თამაში ვეღარ გააგრძელა | ბასილაშვილი ბრიუსელის ტურნირს ჩაეხსნა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიუსელის 250-იან ტურნირზე ასპარეზობა შეწყვიტა. ბასილაშვილმა პირველ რაუნდში ფრანგი ქუენტინ ჰალისი დაამარცხა, მერვედფინალში კი ჯოვანი მპეტში პერიკარდს დაუპირისპირდა.

პირველი სეტის საწყის 10 გეიმში ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ გამოიყურებოდნენ. 5:5-ზე მპეტში პერიკარდმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და პირველი პარტია 7:5 მოიგო. სეტის მიწურულს ბასილაშვილმა მხარი დაიზიანა და მატჩის გაგრძელებაზე უარის თქმა მოუწია.

ცნობისთვის, ბრიუსელის ტურნირი ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო – მან ჯერ ალესიო ბასილეს სძლია, შემდეგ კი – პიერ ჰერბერტს. ნიკოლოზი 101-ე ჩოგანია, თუმცა მომავალ კვირაში ATP-ის რეიტინგი განახლდება და ქართველი ჩოგბურთელი ასეულში შევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტევის დაგვირგვინების მაჩვენებლები | CIES-ის რეიტინგში კვარაც მოხვდა
შეტევის დაგვირგვინების მაჩვენებლები | CIES-ის რეიტინგში კვარაც მოხვდა