შეტევის დაგვირგვინების მაჩვენებლები | CIES-ის რეიტინგში კვარაც მოხვდა
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ შეტევის დაგვირგვინების (დარტყმების რაოდენობა და ეფექტურობა) მხრივ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ორგანიზაციამ შეისწავლა ბოლო ექვს თვეში ეროვნულ ჩემპიონატებში ჩატარებული მატჩები - პირველ ადგილზე „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე მოხვდა. ფრანგ ფორვარდს CIES-მა მაქსიმალური ქულა, 100 დაუწერა.
მეორე ადგილზე „ბაიერნის“ ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინია (96,6), მესამეზე კი „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი (92,5).
რეიტინგს სრულად ბმულზე გაეცნობით, პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: კილიან მბაპე (რეალი) – 100, ჰარი კეინი (ბაიერნი) – 96,6, ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 92,5, სერუ გირასი (დორტმუნდი) – 92,3, ლუის დიასი (ბაიერნი) – 92,3, ხულიან ალვარესი (ატლეტიკო) – 91,4, ვანგელის პავლიდისი (ბენფიკა) – 91,3, ვიქტორ გიოკერეში (არსენალი) – 90,9, ნიკოლას ლოპესი (ნასიონალი) – 90,8 და ფერან ტორესი (ბარსელონა) – 90,5.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც. ქართველი ფეხბურთელი CIES-ის რეიტინგში 24-ე ადგილზეა (87,7).