საუკეთესო ტალანტები | The Guardian-ის სიაში საბა ხარებაშვილი მოხვდა
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian-მა 2025 წლის მონაცემებით მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა. 60 მოთამაშეს შორის წარმომადგენელი საქართველოსაც ჰყავს — საბა ხარებაშვილი.
„საბა ხარებაშვილი „დინამო თბილისის“ ცნობილი აკადემიის აღზრდილია — იმავე აკადემიის, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია აღზარდა. ბევრს სჯერა, რომ ხარებაშვილს შეუძლია იმავე დონეს მიაღწიოს. ის „დინამო თბილისის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კლუბის მაისურით ევროტურნირზე ითამაშა. გასულ ივლისში, 15 წლისა და 10 თვის ასაკში, ხარებაშვილმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საბა ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა უკვე აჩვენა, რომ უნივერსალია და მარჯვენა ფლანგზეც, ისევე როგორც ათიანის პოზიციაზე, შეუძლია ასპარეზობა. ფიზიკურად ძლიერია, თავდაუზოგავად მუშაობს და მოედანზე ჭკვიანურად მოქმედებს. პოზიციის შერჩევის უნარითა და მატჩებისას განხორციელებული ვარდნებით უკვე მოახდინა შთაბეჭდილება. გარდა ამისა, შეუძლია სწრაფად აჩქარება და კონტრშეტევებისას ზუსტი ჩაწოდებებით გამოირჩევა.
ხარებაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა და ევროპის ელიტარული კლუბების ყურადღება მიიქცია. მის პროგრესს „რეალი“ და „ბარსელონა“ აკვირდებიან, ხოლო „ლივერპული“ მისი სახით მარცხენა ფლანგზე გრძელვადიან გამოსავალს ხედავს, — წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, ხარებაშვილი 17 წლისაა და Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 1.2 მილიონ ევროს შეადგენს. საბა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების რეგულარული წევრია და რამდენიმე კლუბი აკვირდება.