ეკო გორგოძე წყვილებში იტალიის ტურნირის გამარჯვებული გახდა
ეკატერინე გორგოძე წყვილებში, იტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქალაქ რენდეს ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელ, მსოფლიო რეიტინგის 256-ე ნომერ ნიკოლ ფოსა ჰუერგოსთან ერთად მოახერხა ფინალის მოგება.
გათამაშების გადამწყვეტ მატჩში ქართულ იტალიურმა წყვილმა იტალიურ დუეტს - ფედერიკა ურგესსა და აურორა ძანტედესკის სძლია - 3:6, 6:1, 10:4.
33 წლის ეკო გორგოძე ამჟამად WTA-ს რეიტინგში 227 პოზიციაზე იმყოფება. ამ ტურნირის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ესპანეთში გადაინაცვლებს მალიორკას საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს, სადაც პირველ წრეში WTA-ს რეიტინგის 216-ე ნომერს, ბერძენ დესპინა პაპამიჩაილს დაუპირისპირდება.