მალიორკას ტურნირი - გორგოძემ 1/8-ფინალში რუსს მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა
მალიორკას 125-ქულიანი კატეგორიის მერვედფინალში ეკო გორგოძე რუს ოქსანა სელეხმეტევას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 6:3 3:6 6:4 დაამარცხა.
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად თამაშობდნენ. გორგოძემ თავისი ორი ჩაწოდება დათმო, თუმცა მეტოქის სამი მოიგო და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მეორე სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა კარგად დაიწყო და უმალ ბრეიკი შეასრულა, თუმცა რუსმა უკუბრეიკით წონასწორობა აღადგინა. მერვე გეიმში სელეხმეტევამ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და მატჩი დისაიდერში გადავიდა.
მესამე სეტიც არასტაბილური გამოდგა. ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლები იყვნენ
გორგოძემ სამი საკუთარი ჩაწოდება წააგო, მაგრამ მეტოქის 4 მოიგო და მატჩიც მისი გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი მალიორკას ტურნირი ¼-ფინალში სიერასა და მარისტანუს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.