ენრიკე: ასეთი ინტენსივობა და გამარჯვების წყურვილი არასდროს მინახავს
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პსჟ-მ ვენსან კომპანის მიუნხენის ბაიერნი მიიღო და 5:4 დაამარცხა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ნამდვილი სანახაობა იხილეს, ეს მატჩი გულშემატკივრების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მატჩში ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, დუბლი შეასრულა.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ Canal+-თან საუბარში განაცხადა: „ჩვენ ვაჩვენეთ, როგორი ტიპის გუნდები ვართ. ჩემს გამოცდილებაში არ ყოფილა ასეთი მატჩი, სადაც იქნებოდა ასეთი ინტენსივობა და გამარჯვების წყურვილი. ორივე გუნდის გულშემატკივარი კმაყოფილია ამ ტიპის სანახაობის ხილვით. ფიზიკურად ტემპი არ დაგვიგდია. მსგავსი რიტმი ჯერ არ მინახავს. ორივე გუნდს და ყველა მოთამაშეს მილოცვა ეკუთვნის.
როდესაც სამბურთიანი უპირატესობა გაქვს, მეტოქე დიდ რისკზე მიდის, ისინი კი უმაღლესი დონის შემსრულებლები არიან. რთული თამაში გამოდგა და ასეთივე იქნება საპასუხო შეხვედრაც. ეს მხოლოდ მესამე მატჩია, რომელიც მათ ამ სეზონში წააგეს. კმაყოფილები ვართ. ორივე გუნდმა აჩვენა თავისი ხასიათი.“
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა.
საპასუხო მატჩი მიუნხენში ექვს მაისს გაიმართება.
მატჩის მიმოხილვა