გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ალისონის შემცვლელს ეძებენ | ლივერპულს ოთხი მეკარე ჰყავს შერჩეული

„ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის, გადაბირებით „იუვენტუსი“ სერიოზულადაა დაინტერესებული. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბიანკონერიმ“ ბრაზილიელ ფეხბურთელს ორნაირი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა: 2+1 სისტემით და სამწლიანი.

ალისონი მიღებული წინადადებით მოხიბლულია, მაგრამ არ სურს, ქომაგებს იმედი გაუცრუოს და „ენფილდიდან“ ცუდად წავიდეს. სწორედ ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს და საკუთარი არჩევანის შესახებ ალისონს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიაწოდოს.

სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის, მიხედვით, „წითლები“ ბრაზილიელი მეკარის გასაშვებად მზად არიან და მისი სავარაუდო შემცვლელებიც მოძიებული ჰყავთ. TeamTalk-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილის გუნდში ყოფნის მიუხედავად, მერსისაიდელები ახალ გოლკიპერს მაინც ეძებენ. მათი მთავარი სამიზნე „პორტუს“ ფეხბურთელი, დიოგუ კოშტა, გახლავთ, რომლის გამოსასყიდი თანხაც 52 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

კოშტას გარდა, „ენფილდზე“ კიდევ სამ ვარიანტს განიხილავენ: ბარტ ვერბრუგენი, რობინ როფსი, ჯეიმს ტრაფორდი. სამივე მეკარეს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და „ლივერპულში“ ეს დიდ პლუსად მიაჩნიათ, თუმცა ყურადღების მთავარი ობიექტი და ნომერ პირველი სამიზნე „დრაკონების“ გოლკიპერი გახლავთ. „ლივერპულის“ სატრანსფერო პოლიტიკა მიგვანიშნებს, რომ „წითლებს“ „მამარდას“ იმედი არ აქვთ და შესაძლოა, ზაფხულში იგი იჯარით გაუშვან კიდეც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოლისესთან ერთად ჩემი ფავორიტია“ | ლიზარაზუმ კვარა საკუთარ თერთმეტეულში შეიყვანა
„ოლისესთან ერთად ჩემი ფავორიტია“ | ლიზარაზუმ კვარა საკუთარ თერთმეტეულში შეიყვანა